|
2020-12-22 09:33:56, 1160 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 100 მილიონმა ადამიანმა გაიკეთოს. „ამას ვაკეთებ იმის საჩვენებლად, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის გაკეთება იქნება შესაძლებელი, სანერვიულო არაფერია“, - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას გარკვეული დამსახურება აქვს ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის წამოწყებისთვის. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებენ. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 319 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)