|
2020-12-21 17:07:25, 458 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, იოსელიანისა და გორდის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის დასაწყისში კი ბეტონის გზა მოეწყო, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ლოტკინის დასახლებაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი დავასრულეთ. ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის ღირებულება 110 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)