|
2020-12-21 15:55:49, 561 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარით ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შესახებ პოზიციას შეაცვლევინებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ამ მუქარას იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ გადაწყვეტილება პარლამენტი არ შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც კაპანაძემ აღნიშნა გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესებიდან. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიქტატურის გზაზე შედგომას. „ქართული ოცნება“ აგრძელებს ამ მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ, მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყვეტენ დაფინანსებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან, ანუ ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია და ჰგონია, რომ ასეთი მუქარებით ის შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთით“, - განაცხადა კაპანაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)