|
2015-09-29 14:42:57, 574 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი გადაეცა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, 5 წლის ვადით გადაეცა. ევროპული დიპლომი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანომ გადასცა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა. დღესვე, ევრო დიპლომის გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ - ფარგლებში, ფრინველთსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს. პროექტი 2014-2015 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ინკუბატორის შენობა, რომელიც ავტონომიური მზის ელექტროსისტემით აღიჭურვა, ტყვეობაში გამრავლდა 300-მდე ხოხობი, რომელიც სამ სამონადირეო მეურნეობას და რამოდენიმე ოჯახს გაუნაწილდა. თავის მხრივ მეორე წელს, ბენეფიციარების მიერ ტყვეობაში 200-მდე კოლხური ხოხობი იქნა გამრავლებული, მათი უმრავლესობა (150 ) ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში გაუშვეს. ხოლო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, მეგობართა ასოციაციის კოლხური ხოხბის საშენის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 – 2015 წლებში 25 ხოხობი გაუშვეს, მათზე დაწესებულია მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების (ტელემეტრიის) გამოყენებით. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. „მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიას გადაეცეს ვეროდიპლომი არის ის, რომ ქონდეს ძალიან კარგი ბუნება და მართვის მენეჯმენტი. ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აკმაყოფილებს მენეჯმენტის მაღალ კრიტერიუმებს. მინდა ავღინშნო, რომ საქართველოში არის მენეჯმენტის კარგი სისტემა“, - განაცხადა ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ელადიო ფერნანდეს-გალიანომ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)