|
2020-12-17 23:01:40, 499 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი კომისიის წევრებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი კომისიის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განიხილეს „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინის მიღების შესაძლებლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის საკითხსაც. კერძოდ საუბარია სამედიცინო პერსონალზე, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებზე, ხანდაზმულ მოქალაქეებზე, სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებზე და სხვ. „ჯგუფის წევრებთან ერთად იმ შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვასთნ დაკავშირებით ქვეყანაში გვაქვს. ყველა ის ვაქცინა განიხილება , რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს, იმისთვის რომ მოკლე ხანში მისი გამოყენება ფართო მასშტაბით იყოს შესაძლებელი. განხილული იყო „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინის მიღების შესაძლებლობაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრიორიტეტულ ჯგუფებსაც. აქ მოიაზრება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები“- განაცხადა თამარ გაბუნია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით , მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვაქცინაციის შემოსატანად მოკლე გზა მოიძებნოს. „მოსახლეობის პირველი 20%-ისთვის „კოვაქსის“ პლატფორმაზე განაცხადი გაკეთებულია. მისი ვადა 2021 წლის გაზაფხულია, მაგრამ მანამდე ვმუშაობთ აქტიურად , რათა მოიძებნოს მოკლე გზა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოსატანად. ეს შესაძლებელია იყოს ევროპის ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია, სხვა ქვეყნების მიერ შეძენილი ვაქცინის ნაწილის გამოყენება ან პირდაპირ მწარმოებლებთან ვაქცინის მოპოვება. ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)