|
2015-09-29 10:30:53, 755 ნახვა
ეკონომიკა
Rake-Free, $200 000 World Poker Tour ეროვნული მნიშვნელობის მეორე ტურნირს იწყებს საქართველოში!
პირველი და ექსკლუზიური პარტნიორი Europt-bet.com „პოკერ რუმში“ უმასპინძლებს მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან! *** თბილისში, Europt-bet.com - ის „პოკერ რუმში“, 1 ნოემბრიდან სტარტს აიღებს პოკერის პრესტიჟული ტურნირი, World Poker Tour National Georgia , რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ხოლო მონაწილეობის საფასური 1000 $. ფინალური თამაში გაიმართება 9 ნოემბერს. ***შეგახსენებთ, რომ World Poker Tour - სა („პოკერის მსოფლიო ტურსა“) და Europe-Bet.com-ს შორის შეთანხმება შედგა 2015 წლის 12 თებერვალს. ხელშეკრულების თანახმად, World Poker Tour აწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ს ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe-bet.com-მა 2015 წლის აპრილში უკვე უმასპინძლა WPT-ს პირველ ძირითად ეროვნულ ტურს, World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციისა და რეკლამირების უფლებით. ***WPT-ს მიმდინარე ტურნირი პოკერის მოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ნოემბერშიც ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრება საქართველოს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანად უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. WPT-ს ოფიციალური პარტნიორი Europe-Bet უცხოელი მონაწილეებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებს, რაც შთამბეჭდავი გამოცდილებაა მათთვის, ვინც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში. *** World Poker Tour-ს ექსკლუზიურ პარტნიორთან Europe-Bet - თან ერთად კიდევ დაგეგმილი აქვს მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარება მომავალში. *“ევროპა-ბეთის“ შესახებ Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა. **“Betsson Group“ -ის შესახებ „Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში. ### საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე ტოროშელიძე მარკეტინგის & PR სამსახურის უფროსი ტელ: 599227171 ელ.ფოსტა: ktoroshelidze@europe-bet.com
(R)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)