02:14 - 29 May, 2026
|
2020-12-14 20:54:42, 1167 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი ვერსია აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი ვერსია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ინგლისში სამოცმა სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტომ აღწერა Covid ინფექციების შემთხვევები, რომლებიც ამ ახალი ვარიანტითაა გამოწვეული. მეტ ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის დეტალური გამოკვლევა უკვე დაწყებულია და ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ინფორმირებულია. პირველადმა კვლევებმა დაადგინა, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად მძიმე დაავადებას იწვევს. ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთში ახალი ვირუსით 1000-მდე ადამიანი დაინფიცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)