|
2020-12-14 20:01:13, 735 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე
„ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის. „მე არ მაინტერესებს ვინ უშლის ხელს მოლაპარაკებას. ვიცი "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის, სხვა პოლიტიკური ძალების პოზიცია. მქონდა "ლელოსთან" საუბარი და მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ განვიხილავთ სხვა არანაირ ვერსიას, მოლაპარაკებების გარდა. უნდათ შეკერონ რევოლუცია, არა, ბატონებო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება. ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე, გამორიცხულია. არ ყოფილა ამის არსად განხილვა. ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა სწორედ "ქართული ოცნების" განცხადებამ ჩაშალა, რამაც ძალიან დაამძიმა ფონი ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)