2020-12-12 10:06:24, 495 ნახვა
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა - ამოღებულია 509 აბი „სუბუტექსი”.
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა, ამოღებულია 509 აბი „სუბუტექსი”.
აღნიშნულის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი "სუბუტექსი".განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,