16:38 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 13:53:01, 558 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენი ამოცანაა ქვეყნის უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანა, „ქართულ ოცნებას“ კი, სურს დაამძიმოს ვითარება,

ჩვენი ამოცანაა მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება და ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ჩიხურურ სიტუაციაში შეყავს და ამის ნათელი მაგალითი, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განაცხადებაა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანაა მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება და ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანა, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ უფრო შეყავს ქვეყანა და გუშინდელი მათი ქმედებებიც სწორედ ამას მიუთითებდა, რომ ფაქტობრივად, უფრო უნდათ დაამძიმონ ვითარება და ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი ჩვენი მხრიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics