16:38 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 21:03:24, 1328 ნახვა

პოლიტიკა
„დოიჩე ველე“ - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ სანდრა რულოვსი დაკითხა

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორც „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.

მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა სანდრა რულოვსს ოფიციალურად უკვე მიმართეს და სთხოვეს, რომ ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩავიდეს, თუმცა ასევე ცნობილია, რომ მას უკვე ჰქონდა გერმანელ გამომძიებელთან სატელეფონო საუბარი.

როგორც ირკვევა, სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.

ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics