|
2020-12-09 11:21:59, 675 ნახვა
რეგიონი
პირველი ბიოსფერული რეზერვატები კახეთში შეიქმნება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ეროვნული სატყეო პროგრამის „ტყეები და კლიმატის ცვლილება“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე პროექტის „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ მესამე ფაზის შედეგები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კახეთში ალაზნის (ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) და დედოფლისწყაროს (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) პირველი ბიოსფერული რეზერვატების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბიოსფერული რეზერვატი, როგორც ინსტრუმენტი, ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად გამოიყენება, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მინდა მადლობა გადავუხადო დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს: გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროს (MBU), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), მიხეილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთიანი ძალებით უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ. შეხვედრაზე ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციისთვის მოსამზადებელი ეტაპები და ზონირების რუკა განიხილეს. ონლაინ შეხვედრას ევროკავშირის, გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს, კავკასიის ბუნების ფონდის, საქართველოს პარლამენტის, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)