|
2020-12-07 11:23:13, 1157 ნახვა
მსოფლიო
მინსკში საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტები მასობრივი შეკრების შესახებ წესების დარღვევისთვის დააკავეს. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მას შემდეგ, რაც მინსკის ცენტრში მასობრივი დაკავებები დაიწყო, აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრში აღარ იკრიბებიან. აქტივისტები საპროტესტო აქციებს ეზოებში და რეგიონალურ ცენტრებში მართავენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აქციებზე დააკავეს ინტერფაქს დასავლეთის კორესპონდენტი და ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტირებული რუსული სააგენტოს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტი, თუმცა ამ დროისთვის, ორივე მათგანი თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ ბელორუსში რამდენიმე თვეა ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)