14:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 17:13:41, 525 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - იმედი გვაქვს ან მესამე რაუნდი გაიმართება, ან სხვა რაიმე სახის პერსპექტივა გამოჩნდება

„იმედი გვაქვს ან მესამე რაუნდი გაიმართება, ან სხვა რაიმე სახის პერსპექტივა გამოჩნდება“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ ინფორმაციას ელოდება და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოპოზიციი საერთო აზრზე ჩამოყალიბებაა.

„გვექნება საკონსულტაციო სახის შეხვედრა და ვნახოთ იმედი გვაქვს იქნებ მესამე რაუნდი გაიმართოს, ან რაიმე სხვა პერსპექტივა გამოჩნდეს, ამას შევაჯერებთ ოპოზიციური პარტიები. რაც შეეხება მმართველი გუნდის გამოხმაურებას ჯერჯერობით ველოდებით ინფორმაციებს, რა თქმა უნდა არის ახალი საკითხები, რომელიც შემოვიდა განსახილველად და ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის საერთო აზრზე ჩამოყალიბებაა. რაც შეეხება პლებისციტს ამის განხილვა ეხლა ესე ცალკე არასწორი მგონია და ვნახოთ მოლაპარაკებების შემდეგ“ , - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics