|
2020-12-04 15:31:08, 657 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - საშინლად ბევრი მსხვერპლია ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ გარდაცვლილთა ჩამონათვალს, ადამიანობას დავკარგავთ
საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირეა შექმნილი. „დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექნილი, შეიძლება გარედან ჩიხური სიტუაციაც ჩანდეს, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი კეთილ ნაწილს გამოარჩევინებს ჩემს ერს. რასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, ისევ და ისევ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, პანდემიაა და საშინლად ბევრი მსხვერპლია ამით მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს იმიტომ, რომ რა ვიცით, როგორ წარდგება უფლის წინაშე. იცხოვრა, ამ პერიოდში დაავადდა და მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან, არ ვიცით. როცა მომზადებული გადიხარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც არ ხარ მომზადებული, ეს უკვე ძალიან მძიმე თემაა. შევხედოთ, არც პოლიტიკური დაძაბულობაა დღეს ჩვენთვის რთული, რადგან დღეს საქართველოსთვის ყველაზე რთულია ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო. რაც არ უნდა დაგვიპყრონ და ვინც არ უნდა დაგვიპყროს, ქვეყანაც გაგვაჩნია და სამშობლოც, თუმცა სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ ხოლმე“, - განცხადა მეუფე იაკობმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)