|
2020-12-04 12:55:29, 685 ნახვა
საზოგადოება
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა და ხოლო 7 ობიექტი დაჯარიმდა. მისივე ცნობით, აღნიშნული ობიექტები შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. „ამ დროის მონაცემებით, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ 16 733 ობიექტს. საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია, ხდება მისი მონიტორინგი პერიოდულად. გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორინგი, თუ რამდენად ნამდვილად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული. რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში შემოწმებას, ის შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისის მასშტაბით 8 416 ობიექტი, იმერეთში 3 331, აჭარაში 2 454, ქვემო ქართლში 1 994, კახეთი 1 344, სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 851, შიდა ქართლი 1 277, გურია 689, მცხეთა მთიანეთი 428, სამცხე ჯავახეთი 741 და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 7“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)