02:36 - 29 May, 2026
|
2020-12-04 09:52:32, 1110 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ინაუგურაციის დღეს, ამერიკელებს, პირბადეების 100 დღით ტარებას ვთხოვ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა მათთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს შეამცირებს. „მხოლოდ 100 დღით პირბადე და არა სამუდამოდ. მხოლოდ 100 დღე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს“, - განაცხადა ბაიდენმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა შესაძლოა, კიდევ უფრო მოიმატოს და ამჟამინდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, კიდევ უფრო საგანგაშო გახდეს. მისივე თქმით, პირბადის ტარება აშშ-ის სამთავრობო შენობებსა და სატრასპორტო საშუალებებში სავალდებულო გახდება და ამის შესაბამის ბრაძანებასაც გამოსცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)