|
2020-12-02 20:38:43, 532 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონს კიდევ ერთი მრავალფუნქციური სივრცე შეემატა
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორის არსებული სივრცე კეთილმოეწყო. მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აღნიშნული სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „გლდანის მერვე მიკრორაიონში სამუშაოები დასრულდა. ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოწყო საკალათბურთო მოედანი, ბავშვებისთვის - ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობს და სულ დატვირთულია. ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია განტვირთვა, დასვენება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მრავალფუნქციური სივრცეში ტერასულადაა მოწყობილი გასართობი, დასასვენებელი და საბავშვო ზონები. აქ განთავსებულია მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა. სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა და მისი ღირებულება 1 139 115 ლარია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)