|
2020-11-29 16:39:49, 1026 ნახვა
მსოფლიო
ირანის პარლამენტი ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს
ირანის პარლამენტი ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. აღნიშნული პროექტის განხილვა 27 ნოემბერს ირანელი ბირთვული მეცნიერების სპეციალისტის მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის ფონზე ჩატარდა. ბირთვული კანონპროექტი ურანის 20%-მდე გამდიდრებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის ირანში ურანის გამდიდრება ნაცვლად შეთანხმებით გათვალისწინებული 3.37 %-ისა 4%-ზე მეტით ხდება. დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ირანში, კერძოდ კი არაკში ბირთვული რეაქტორი აღდგება იმ ფორმით, როგორც ეს შეთანხმებამდე იყო. გარდა ამისა, დაიწყება კიდევ ერთი მსგავსი ობიექტის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ირანში, თეირანის მახლობლად ბირთვული მეცნიერების სპეციალისტი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა მკაცრად დაგმო ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობა და ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და დაგმონ ეს „ტერორისტული“ ქმედება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)