|
2020-11-28 10:02:15, 1425 ნახვა
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს, მკვლელობის საქმეში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს. „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-სადმი ირანის ელჩის, მაჯოდ ტაჰთ რავანჩის წერილში. სააგენტოს ინფორმაციით, ირანი თავის დაცვის უფლებას იტოვებს. „გაფრთხილებთ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ჩემი ქვეყნის მიმართ ნებისმიერი ავანტიურისტული ზომების შემთხვევაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია წერილში. ცნობისთვის, ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი, მოსენ ფახრიზადე, რომელსაც დასავლეთი საიდუმლო ბირთვული ბომბის შექმნაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა, გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)