|
2020-11-28 10:03:31, 1306 ნახვა
სამხედრო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის ერთი 152 მმ 2A65 მსტის ბატარეამ და 152 მმ 2A36 გიაცინტის ოცეულმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ დონეზე შეფასება მოხდა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დაესწრო. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ოცეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და უზრუნველყოფა, დამოუკიდებლად ოპერატიული გარემოში გადაწყვეტილებების მიღება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)