14:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 15:20:53, 571 ნახვა

ეკონომიკა
სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები ითხოვენ, რომ მუშაობის საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ

სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები მოითხოვენ, რომ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მუშაობის საშუალება მიეცეთ.

თბილისი ცენტრალის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მათ სექტორზე წნეხს შეამცირებს.

„ყოველი დღე არის დაახლოებით 10 მილიონის ზარალი. ინფორმაციულად გეტყვით კიდეც, რომ ჩვენს მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც ჩვენთან არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში სამუშაოს გარეშე რჩება და ახალ წელს საკმაოდ რთულ ვითარებაში შეხვდება. ყველაფერ აქედან გამომდინარე გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან იყო შეხვედრები, თუმცა სრული "ლოქდაუნის" წინაშე აღმოვჩნდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ის პრობლემა რაც არსებობს, თუმცა აუცილებელია რომ სექტორს ჰქონდეს მუშაობის საშუალება და ჩვენი შეთავაზება ფორმალურად მივაწოდეთ კიდეც ხელისუფლებას წერილობით სახით. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დეკემბრის თვის განმავლობაში15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებით ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის, შეამცირებს წნეხს სავაჭრო ცენტრებზე. ასევე, ვითხოვთ რომ 24 დან მოიხსნას გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომ მომხმარებელმა შეძლოს სავაჭრო ცენტრში მისვლა“, - განაცხადა თბილისი ცენტრალის წარმომადგენელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics