|
2020-11-26 16:24:43, 506 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება, რათა ბიზნესის მხარდასაჭერი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს
ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი. „ჩვენ გვჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება ისეთი ტიპის შეღავათების გაკეთებას, როგორიცაა მაგალითად: ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება 2021 წელს. ასევე, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ამჟამად, ეს ვადა გადის მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს და ჩვენ ამ ვადას ტექნიკურად გავაგრძელებთ პირველ იანვრამდე. მანამდე, უნდა მოხდეს მისი საკანონმდებლო წესით გამაგრება. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)