03:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 16:30:37, 637 ნახვა

საზოგადოება
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს  გაიხსნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე  700 მეტრს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით,  მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ ,ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე  2 ფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს  ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი.

 მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics