06:39 - 05 Jul, 2026
|
2020-11-24 10:15:38, 628 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. შიდა ქართლში, ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)