03:33 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 15:13:24, 559 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გააგრძელებს არსებობას და იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე

"საქართველო გააგრძელებს არსებობას, იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე,  ვასილ ყულჯანიშვილი,  ჩამოასვენეს.

პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებსა და ქართულ საზოგადოებას მიუსამძიმრა.

"მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის, მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის გასწევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც ის სამშობლოსთვის ღვრის. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით და მომავალშიც საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება, სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე. ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ქვეყნის შენებას",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics