07:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 07:57:04, 6416 ნახვა

საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების მიხედვით მეორე ტური 17 ოლქში ჩატარდება.

 

ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლება.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების სია ასეთია:

 

№1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი - №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია. №2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე. №3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო №4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი №5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი №6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი №7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი №8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე №12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე №16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე №23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე №27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი №28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე.

 

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ქუთაისში, სადაც იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და გრიგოლ შუშანია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) უპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1914 საარჩევნო უბანი.ამასთან, გამონაკლისის სახით შექმნილია 9 უბანი, ხოლო იზოლაციასა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობას 80 უბანი უზრუნველყოფს.

 

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics