|
2015-09-24 18:47:13, 633 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში კიდევ ერთი 30 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ARmeridans-ის მასშტაბური პროექტის, White Sails –„ თეთრი იალქნები“ პრეზენტაციას დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია ARmeridans-ის პროექტი, White Sails, (თეთრი იალქნები) ქალაქის მასშტაბით მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობაა. 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება. კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს. საქართველოში პირველად შემოდის სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანია Interstate Hotels and Resorsts. (Interstate, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სასტუმრო ქსელის ოპერირებას ეწევა. მაგალითად ისეთების, როგორებიცაა: Starwood, Intercontinental, Hyatt, Holiday Inn, Marriott და სხვა.) კომპლექს White Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი, Interstate განახორციელებს. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის. ობიექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ინვესტიციის მოცულობით, არამედ იმითაც, რომ მხოლოდ მშენებლობისას 300 ადგილობრივი დასაქმდება. მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ყველა იმ მომსახურებას და ინფრასტრუქტურას, რაც ასეთ ელიტარულ ობიექტს უნდა გააჩნდეს და აშენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება. პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გრაფიკს 15 თვით უსწრებს. ამიტომ, კომპანია პროექტის ვადაზე დრე დასრულებას გეგმავს. „ბათუმში განებივრებული ვართ ახალ-ახალი სასტუმროების მშენებლობით. წელს უკვე ეს მესამე ობიექტია, რომელსაც საფუძველი ეყრება. „მეტრო სითის“ გაფართოებით და „ეარ მერიდიანსის“ შემოსვლით ახალი ბულვარის განვითარებისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში, ხელი შევუწყოთ ინვესტორებს და მოვიზიდოთ ისინი, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ტურიზმი და ყველა მიმართულებით დავასაქმოთ ადგილობრივები“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირები, ქალაქის მერი, ასევე დეპარტამენტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)