2020-11-16 12:51:01, 550 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლემ წინასწარ დაწერილი განაჩენი გამოიტანა
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი, როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მოსამართლემ წინასწარ დაწერილი განაჩენი გამოიტანა
კერესელიძეს იმედი ჰქონდა, რომ მოსამართლე რომელიმე ბრალდებულთან მიმართებაში მაინც წავიდოდა პროკურატურის წინააღმდე.
„იმედი გვქონდა რომ მოსამართლე ასე არ დაუნგრევდა ცხოვრებას უსამართლოდ ამ ბიჭებს და რომელიმე მათგანის მიმართ მაინც გაბედავდა შეწინააღმდეგებოდა პროკურატურას და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა თუნდაც რომელიმე ბრალდებულის მიმართ. თუმცა ჩვენ ვიხილეთ წინასწარ დაწერილი განაჩენი, რაც დაადასტურა იმ გარემოებამ, რომ მოსამართლემ ოთხშაბათს დაამთავრა ამხელა მოცულობის საქმის განხილვა და პარასკევს ორი დღეც კი არ დასჭირდა იმისთვის, რომ განაჩენი დაეყენებინა“, - განაცხადა კერესელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან