|
2020-11-16 10:20:27, 586 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 1400 მეტრი სიგრძის მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი. სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)