02:59 - 29 May, 2026
|
2020-11-15 16:20:55, 716 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში ტრამპის ათასობით მომხრემ დემონსტრაცია გამართა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ათასობით მომხრემ ვაშინგტონში დემონსტრაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტრამპის მხარდამჭერებმა დემონსტრაციები შაბათს, შუადღისას დაიწყეს, თეთრი სახლის აღმოსავლეთით, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციაზე ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი. პოლიციამ 20 აქტივისტი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა. შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ახლა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მაშინ, როდესაც გამარჯვებისთვის 270 ხმა სჭირდებოდა. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დავას განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)