09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 13:01:03, 620 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო შეხვედრაზე ხელისუფლებასთან საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შევთანხმდებით

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატების მოწოდებით მესამე რაუნდი გაიმართება.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შეთანხმდებიან.

„ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცლებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ჩვენ ყოველშემთხვევაში ოპოზიციას, ესეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, იმიტომ რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს, სადაც იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე, მაგრამ მთავარია შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე და ამაზე ოპოზიცია იყო ერთი აზრის.

შევთანხმდით, რომ იქნება მესამე რაუნდი, მათ შორის ჩვენი დიპლომატების მოწოდებით არ დავხურეთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics