12:10 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 14:37:08, 658 ნახვა

საზოგადოება
ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics