|
2020-11-12 12:26:39, 692 ნახვა
რეგიონი
73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, გია კიკაბიძემ განუცხადა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები, კიკაბიძე აცხადებს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ. „შემოსული იყო ჩვენს კლინიკაში, იმყოფებოდა თერაპიულ ნაწილში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, დადგენილი ჰქონდა კორონავირუსი და იყო ჩვენი თანამშრომლის მამა. გუშინ შევიდა ექთანი, გაუკეთა მედიკამენტი, ისადილა და შემდეგ მოხდა ეს შემთხვევა. მიზეზი უცნობია და ფაქტს დამნახავი არ ჰყავს. ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ გვქონია. პაციენტი იყო ჩვეულებრივად, კონტაქტური და ადეკვატური“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)