08:09 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 23:40:56, 560 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი განცხადებით შეხვედრის დროს რეგიონული უსაფრთხოებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრებენ.

„ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით“,  - წერს დავით ზალკანიანი.

მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათალიკოს-პატრიარქს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics