08:09 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 14:51:23, 1064 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კავკასიაში ახალი ერა იწყება

კავკასიაში ახალი ერა იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს, რითაც მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

„კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. დაღუპულთა ოჯახების თანაგრძნობას ვუცხადებ. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს. გადაწყვეტილება სომხეთში გააპროტესტეს. მოქალაქეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics