2020-11-10 14:41:24, 635 ნახვა
კომენტარი
ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - თუ ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის
„თუ ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაინც არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია.
„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა მიმართვა, სადაც პოლიტიკურ პარტიიებს ქუჩიდან საკანომდებლო ორგანოს ტრიბუნასკენ გადასვლას მოუწოდებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,