05:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 11:40:05, 721 ნახვა

ეკონომიკა
“თიბისი ბანკი” მომხმარებელს ქართველ მხატვრებთან ერთად შექმნილ ექსკლუზიურ უკონტაქტო სტიკერს სთავაზობს

პირველად საქართველოში, “თიბისი ბანკი” მომხმარებელს ქართველ მხატვრებთან ერთად შექმნილ ექსკლუზიურ უკონტაქტო სტიკერს სთავაზობს. 

თუთუ კილაძე, ლევან ამაშუკელი, იურა ბერიშვილი და მაია სუმბაძე - ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ნამუშვრები თიბისი ბანკის უკონტაქტო ბარათებზეა გამოსახული. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბანკმა ქართველ მხატვრებთან თანამშრომლობა კომერციული პროექტის ფარგლებში დაიწყო -  ოფიციალურად შეიძინა ნამუშევრების ბარათზე გადატანის უფლება და მომხმარებელს მათი გამოყენების ყველაზე მოსახერხებელი ფორმა შესთავაზა. პროექტის მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და მათი შრომის მეტად დაფასებაა.

დღეიდან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მოითხოვოთ უკონტაქტო სტიკერის ნიმუშები და შეარჩიოთ 4 შემოთავაზებული დიზაინიდან ერთ-ერთი:  თუთუ კილაძის ურბანული პეიზაჟი „ლისი“, ლევან ამაშუკელის ხასხასა ფერებით გამორჩეული „ტურისტები“, იურა ბერიშვილის ფერადი „აბსტრაქცია“ და მაია სუმბაძის მექანიზმებიანი, ფრთებიანი გოგო.      

საკუთარი გემოვნებით შერჩეული უკონტაქტო სტიკერი შეგიძლით მიაკრათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ნივთს, მაგალითად მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც გადახდის პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და სასიამოვნო ხდება. უკონტაქტო სტიკერით გადახდა ყველაზე მარტივია, რადგან ტერმინალში მისი მოთავსება საჭირო არ არის - მხოლოდ მიახლოებაც საკმარისია. 

ექპერიმენტულ პროექტს თიბისი ბანკი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა „ვიზასთან“ ერთად ახორციელებს.

 „შევეცადეთ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და ხასიათის ნამუშევრები აგვერჩია, რათა მომხმარებელს შეეეძლოს საკუთარი გემოვნების შესაბამისი დიზაინი მოირგოს. გვინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, გაეცნოს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს, ატაროს ეს ნამუშევრები ყველაზე მოსახერხებელი ფორმით და მიიღოს სიამოვნება გადახდის პროცესში. ჩვენი ბარათებით გადახდა უკვე შესანიშნავია,“- აცხადებს თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე. 

გაიფერადეთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით  ყოველდღიურობა,  გახადეთ გადახდის პროცესი თქვენთვის სასიამოვნო!

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics