|
2020-11-10 12:25:35, 1950 ნახვა
ომი უკრაინაში
ცესკო-ს ინფორმაციით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა. საარჩევნო საკითხებზე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ავთანდილ ოსეფაიშვილის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითო იყო მისი კოლეგებისთვის. ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, – აცხადებენ ცესკო-ში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)