07:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 22:50:35, 698 ნახვა

პოლიტიკა
შსს ცესკო-სთან შეკრებილებს მართლწესრიგის დაცვისა და კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აქციის წევრებმა სცადეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენა, რის შემდეგაც შსს-მ იმოქმედა კანონის ფარგლებში და გამოიყენა პროპორციული ძალა.

ამასთანავე, სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას.

"აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობრივად შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, აღნიშნულის საშუალება არ მისცა პოლიციამ, მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ იმოქმედა კანონის შესაბამისად და გამოიყენა პროპორციული ძალა.

შსს, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს, წევრებსა და მონაწილე პირებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics