14:07 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 20:26:44, 662 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა ცესკო-ზე: ქაჯეთის ციხე სიმბოლურად აგურ-აგურ უნდა დაიშალოს

იმ 90 პატიოსან გვამს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჰქვიათ, პარლამენტის შენობაში შესვლამდე ცოცხალი ადამიანების გადაბიჯება მოუწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იქნება მტკიცე და ხმების ქურდობა არავის შერჩება.

„არავის არ უნდა შერჩეს ხმების ქურდობა. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და დაუღალავი. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება საჭირო, რომ ის ქაჯეთის ციხე, დიდ სიყალბის ციხე უნდა აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს. ქვეყანაში აღარასდროს აღარავის არ უნდა ჰქონდეს ცდუნება მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია. ჩვენი გეგმა ასეთია - ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან მანამ, სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა. ამავე დროს, ვნახავთ როგორ ჩაატერებთ მეორე ტურებს, როდესაც ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის არას. ვნახავთ როგორ დაწერს შემაჯამებელ ოქმს ქალბატონი ჟვანია. ბოლოს, ვნახავთ აქ 90 პატიოსან გვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატები რომ ჰქვია, როგორ შევლენ ამ შენობაში. თუ შევლენ, მოუწევთ ცოცხალი ადამიანების გადაბიჯება, მოუწევთ ცოცხალი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, მოუწევთ საკუთარი ქვეყნისთვის თვალებში ჩახედვა. ვნახავთ როგორ შევლენ ამ შენობაში, რადგან ქართველი ხალხი არ მიიღებს ამ სიყალბეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics