|
2020-11-08 20:08:35, 575 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ ხვალ საუბარი ისურვა, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. „რვა საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყვნენ კომპრომისზე ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათთან კონტაქტისა არის ის, რომ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო, მაშინ როდესაც აქ დგას მთელი ერი. ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს. მას არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგან არ სჯერა ჰიპოტეტური დაპირებების. ამიტომ მოქმედების დროა“, - განაცხადა მელია. შეგახსენებთ, რომ აქციაზე შეკრებილმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინა და ვადა 20:00 საათამდე მისცა. ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცესკოს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას გადადგომას.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)