|
2020-11-08 17:03:48, 5975 ნახვა
ნიკა მელია - ივანიშვილს საღამო 8 საათამდე ვაძლევთ დროს, გადააყენოს თამარ ჟვანია
„ივანიშვილს საღამოს 8 საათამდე ვაძლევთ დროს, გადააყენოს თამარ ჟვანია“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ბოროტების თანამონაწილე ყოველი ქართველია და ეს უნდა დასრულდეს. „დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დღეს ჩვენ აქ საქართველო, ისტორიის სწორ მხარეს მდგარი საქართველო შევიკრიბეთ, თავისუფალი საქართველო შევიკრიბეთ, ჩვენი ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები შევიკრიბეთ. თუმცა ძალიან განრისხებული შვილები, იმიტო, რომ ჩვენი წინა თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი. თავისუფლება გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს, მოვამავალს ძარცვავს, მეგობრებო ამ ყველაფერს ჩვენი თანდასწრებით აკეთებს, ჩვენც იქ ვართ, როდესაცას ამას აკეთებს. ჩვენ არამარტო ვხედავთ ამ ბოროტებას, თანამონაწილეებიც ვართ, მონაწილეობას ვიღებთ ამ ბოროტებაში და მივიღებთ მანამ, სანამ მედგრად და აუღევლებლად, თუმცა მტკიცეთ ამ ბოროტებას წინ არ აღვუდგებით. მომავალ დროში საუბრის დრო აღარ არის, დღეს აქ რეალური საქართველოა, ეს არის ნამდვილი სახალხო კრება, მრავალ ეთნიკური ქართველი ხალხისა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად. ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, პირველ ნოემბერს საარჩევნო ომის შემდეგ ჩვენ აქ შევიკრიბეთ, დღეს კიდევ უფრო მეტნი ვართ და უფრო მეტი უნდა გამოვიდეთ, ყველა ქუცაში. საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია და ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები თქვენი სახელით მზად ვართ შევხდეთ ივანიშვილს, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)