|
2020-11-08 16:29:09, 5866 ნახვა
გიორგი მარგველაშვილი - ხელისფულებამ ვერც ერთი ისტორიის გაკვეთილი ვერ ისწავლა, ვერ ისწავლეს, რომ ხალხის დამონება არავის შეუძლია
„ხელისფულებამ ვერც ერთი ისტორიის გაკვეთილი ვერ ისწავლა, ვერ ისწავლეს, რომ ამ ხალხის დამონება არავის შეუძლია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან დღეს აქციაზე ხედავს ახალგაზრდობას, რომლებმაც მომავალი ხელისუფლება უნდა ჩაიბარონ. „ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულები, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის, ვერ ისწავლეს, რომ ამ ხალხს ვერ დაამონებ. როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია. კარგია, რომ აქ დღეს ვდგავართ, არა მხოლოდ ის ხალხი ვინც 30 წლის წინათ ვიდექით, არამედ აქ არიან ახალგაზრდობა, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენ მომავალ ხელისუფლება და თქვენს ხელშია ეს ხელისუფლება. მე მინდა იმ ადამიანებს, ვინც აქ არის, ვინც ტელევიზიით გვისემნს და ვინც „ქართული ოცნება“ შემოხაზა მივმართო, კარგია, რომ აქ დგავართ, თორემ გავიღვიძებდით იმ საქართველოში, სადაც კრიმინალური ერთეულები მიადგებოდნენ ადამიანებს და მოსთხოვდნენ რასაც უნდოდათ იმას. და ეს ყველას შეეხებოდა, არ აქვს მნიშნელობა რა ან ვინ შემოხაზა. უნდა ვინმეს ასეთ საქართველოში გაღვიძება? უნდა ვინმეს, რომ უკან წავიდეთ? არა არ გვინდა ჩვენ ეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)