07:14 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 12:22:27, 502 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება, ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირებაზე

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით, მშვიდობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთანავე, კობახიძს განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სადაო საკითხს ნათელი მოჰფინოს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ შეკრების თავისუფლებით მშვიდობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ. ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებას და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხისთვის ნათელის მოფენას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics