14:06 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 15:41:21, 502 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-11 სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი და რიგით მეთერთმეტე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები; ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 19 პარტიის წარმომადგენლები (როგორც ეს კომისიის დებულებით და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული), ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოწვევა გაეგზავნა დამატებით კიდევ 5 პარტიას. სხდომაზე დასასწრებად მოწვევა გაეგზავნათ 28 ადგილობრივი არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ღონისძიებაზე მოისმინეს ცესკო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ანგარიშები კენჭისყრის დღეს არსებული ვითარების შესახებ.

გოჩა ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობას საარჩევნო სუბიექტების მხრიდან და აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო ხარვეზთან დაკავშირებით რეაგირება უნდა დასრულდეს კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში.

„ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ მიერ იქნა მიღებული, მეორე ტურის წინაც დადასტურებული იქნება“, – თქვა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics