|
2020-11-06 12:10:23, 4471 ნახვა
ზურაბ ხარატიშვილი - შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს
გაერთიანებული ოპოზიციის ‘’ძალა ერთობაშია’’ წარმომადგენელმა ცესკოში, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს. „საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების შესახებ, რომელთა დაკავშირებით არის ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი - შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს. დადგენილი წესით, ცესკოში ოპერატორებს უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები დათვლის პროგრამაში შეჰყავთ, სადაც სისტემა ავტომატურად ბალანსს აკონტროლებს და შეტყობინებას შეცდომის შესახებ იძლევა. ანუ გამორიცხულია დაუბალანსებელი ოქმი საიტზე აიტვირთოს თუ ცესკოში გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ეს შეგნებულად არ გააკეთა. დაუშვებელია უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგების შეჯამება, თუ ოქმის მონაცემები არ ბალანსდება, ამ ბალანსის დარღვევის მიზეზების გარკვევამდე და აღმოფხრამდე. ვინ და რატომ მოახდინა დათვლის სისტემის ჯამის კონტოლის ფუნქციის იგნორირება და დაუბალანსებელი უბნის შემაჯამებელი ოქმების შედეგების შეჯამება უპირობოდ? მოვითხოვთ, ამომრჩეველის, მონაწილე სუბიექტებისა და დამკვირვებლების არჩევნების შედეგებისადმი ნდობის აღსადგენისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგას: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული ნდობის ჯგუფის დაშვება, ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემაში (აიტი) ოქმების ატვირთვისა და შეჯამების მოდულის აიტი აუდიტის მიზნით’’, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)