|
2020-11-03 12:27:22, 4227 ნახვა
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი პარლამენტში არ შევლენ
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი უარს აცხადებენ მანდატებზე და არ შედიან პარლამენტში. აღნიშნული განცხადება „ლეიბორიტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააცნო საზოგადოებას. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამასთან თან დაერთო სააარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა, არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის ოპოზიციური პარტიებისათვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი, შესაბამისად ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ამიტომ ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ ამ ე.წ პარლამენტში, ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისათვის, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა დარღვევის აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“, - წერია დოკუმენტში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)