|
2020-11-02 18:02:33, 3493 ნახვა
NDI - არჩევნებისას გამოვლენილმა დაშინების ფაქტებმა კანონმდებლობის თვალსაზირისით მიღწეული წინსვლა გადაფარა
NDI საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და შესაბამის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარშში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებისას გამოვლენილმა დაშინების ფაქტებმა კანონმდებლობის თვალსაზირისით მიღწეული წინსვლა გადაფარა. „საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ნათქვმია, რომ არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. „მათ ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირველებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტვისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. კენჭისყრის დღის შემდეგ ოპოციზიის აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს, სადაც ხმის ხელახალ დათვლას, შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში. NDI-ში აცხადებენ, რომ მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ შემდეგზე - პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე, უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. „გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს; პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)