|
2020-11-02 16:32:22, 504 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინის“ მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპ ღონისძებების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად ბილაინმა სპოსორობა გაუწია ონლაინ კონფერენციის Startup Touch ჩატარებას. შერჩეულმა სტარტაპებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ბუთქემფებში და დაესწრნენ მენტორების სესიებს, ასევე ცოცხალი ფიჩინგის მეშვეობით თავიანთი სტარტაპების შესახებ ინფორმაცია გააცნეს ინვესტორებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს. ღონისძიება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტების ავტორებისთვის. მონაწილეებმა ისარგებლეს Touch-ის სპეციალური პლატფორმით, რომლის მეშვეობითაც დაესწრნენ ვორქშოპებს, დასვეს შეკითხვები, წარადგინეს საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხურები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მათ, ვინც ჩართულნი არიან ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, 5G, რობოტიკა, ღრუბლოვანი სერვისები, აგროტექნოლოგიები, მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები და ეკოტექნოლოგიები. „ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპების ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს და ვთვლით რომ ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კერძო სექტორის ჩართულობით. ბილაინი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით - მათ შორის გეგმავს და ახორციელებს საერთო პროექტებსაც.“- აცხადებენ ბილაინში.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)